კახა კალაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო სიაში ჩასმა განიხილებოდა
04-04-2015, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო სიაში ჩასმა განიხილებოდა, თუმცა ის აღნიშნულის წინააღმდეგ წავიდა, ხოლო მისი მტკიცებით, გია უდესიანი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ ყოფილა.

 


"ვადასტურებ, შიხიაშვილთან მიმართებაში იყო საუბარი, რომ მას ამა თუ იმ ფორმით მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რისი წინააღმდეგიც წავედი. ჩემი აზრით, ის პიროვნებები, ვინც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ, არ უნდა მოხვედრილიყვნენ ჩვენს საარჩევნო სიაში და მათ პარტიასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ. ამასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება მოვახსენე პრემიერს, ის დამეთანხმა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შიხიაშვილი არ მოხვედრილიყო სიაში", - აღნიშნა კალაძემ და დაამატა:

 


"რაც შეეხება უდესიანის ჩართულობას ადგილობრივ არჩევნებში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის სწორი. განხილვაც კი არ ყოფილა, რომ ის უნდა ყოფილიყო სიაში, ან პარტიასთან ერთად მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. მე შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, ჩართული გახლდით ამ პროცესებში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უდესიანის გვარი არც კი გაჟღერებულა. ცოტა უხერხულია იმ თემაზე საუბარი, რაც არ ყოფილა", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი