საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების უპირატესობის მქონე „ცენტრისტმა“ კანდიდატმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რეფორმირება უნდა განიცადოს, თორემ „ფრექსიტის“ - საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის პერსპექტივა იარსებებს.
პრო-ევროკავშირის „ცენტრისტმა“ ლიდერმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც არჩევნების მე-2 ტურში, 7 მაისს, ულტრა-მემერჯვენე მარინ ლე პენს უპირირსპირდება, აღნიშნული განცხადება BBC-ისთან გააკეთა.
მარინ ლე პენი ევროკავშირის წინააღმდეგია და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ჩაატარებს. მან ქვეყნის ყოფილ ინდუსტრიულ მხარეებსა და სოფლებში მხარდაჭერა იმით მოიპოვა, რომ ამომრჩეველს საფრანგეთის საზღვრების ევროკავშირის კონტროლიდან გამოყვანას და იმიგრაციის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
„მე პრო-ევროპელი ვარ, მე ამ არჩევნების დროს მუდმივად ვიცავდი ევროპულ იდეას და ევროპულ პოლიტიკას, რადგან მჯერა, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ფრანგი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ადგილისთვის გლობალიზაციაში“, უთხრა მაკრონმა BBC-ს.
„მაგრამ ამავე დროს, ჩვენს მდგომარეობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ყური უნდა დავუგდოთ ჩვენს ხალხს, და ყური უნდა მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ ისინი უკიდურესად გაბრაზებული არიან დღეს - შეუწყნარებელნი, და ევროკავშირის ფუნქციის დარღვევა უკვე აღარ არის სიცოცხლისუნარიანი.
„ამგვარად, მე ნამდვილად მივიჩნევ, რომ ჩემი მანდატი ამავე დროს იქნება ევროკავშირის და ჩვენი ევროპული პროექტის სიღრმისეული რეფორმა“.
მაკრონმა დაამატა, რომ თუკი ის ნებას დართავს ევროკავშირს იმგვარად ფუნქციონირებას, როგორც იგი ამჟამად მუშაობს, ეს „ღალატი“ იქნებოდა.
„და მე არ მინდა ამგვარად მოვიქცე“, თქვა მან. „რადგან გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენ გვექნება ფრექსიტი ან ჩვენ გვექნება კვლავ [ლე პენის] ეროვნული ფრონტი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.