„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთ მხარეს დარჩა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხარეს ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორის ნაწილი, სახალხო დამცველი, პრეზიდენტი და საზოგადოება. ამ ვითარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კონსესუსის და თანხმობის არარსებობის პირობებში, ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ აუცილებლად ჩავთვალეთ გამოვსულიყავით ინიციატივით, აზრი გვეკითხა საზოგადოებისთვის, მთავარი მსაჯულისთვის და კონსტიტუცია შეცვლილიყო ისე, როგორც ამას გადაწყვეტდა ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებას პლებისციტის შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ ხვალიდან „ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას „კარდაკარ“ - ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად. ისეთ ვითარებაში, როდესაც ქართველ ხალხს კითხვის გარეშე, პოლიტიკური კონსესუსის გარეშე ართმევენ ძირითად უფლებას, ართმევენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლებას, ისეთ პირობებში, როდესაც საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება მორგებული მმართველი პარტიის ინტერესებზე და ამ საკითხზე არ ჩანს არანაირი თანხმობა და შეთანხმების რესურსი ხელისუფლების მხრიდან, ასეთ პირობებში, მთავარი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ კამპანიას, ვიწყებთ „კარდაკარს“ იმ მიზნით, რომ მოვაგროვოთ ხელმოწერები და დავაფიქსიროთ ქართული საზოგადოების ხმა. ჩვენ მზად ვართ დავეთანხმოთ ქართული საზოგადოების აზრს", განაცხადა ბაქრაძემ, რომელმაც კამპანია „კარდაკარის“ შემოერთებისკენ პრეზიდენტსა და პარტიებსაც მოუწოდა.
„ევროპულმა საქართველომ" ხელისუფლებას პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით 21 აპრილს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.