კახა კალაძე: მთავრობის წევრები ვალდებული იყვნენ მუხათგვერდში დაკრძალვაზე ყოფილიყვნენ
04-04-2015, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება ჰქონდა არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთლიანად მთავრობის წევრებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.

 


კალაძეამ განცხადებით გამოეხმაურა კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ორი დღის წინათ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, თავდაცვის უწყება კი ცერემონიაზე მინისტრის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის რანგში იყო წარმოდგენილი.

 

 

კალაძის განმარტებით, პირადად მან ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ არ იცოდა.

 

 

"მე პირადად ნამდვილად არ ვიცოდი ამ დაკრძალვის შესახებ. რომ მცოდნოდა, ალბათ, არა მარტო თავდაცვის მინისტრი, არამედ მთავრობის წევრების ვალდებულებაც იყო, რომ ყოფილიყვნენ", - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი