მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც გადალახავს ბარიერს, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„დღეს არასწორი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტში. რეალურად არის ოთხი სუბიექტი პარლამენტში წარმოდგენილი და ჩამოყალიბებულია 11 საპარლამენტო ფრაქცია. ეს მთლიანად წინააღმდეგობაშია ევროპულ ტრადიციებთან. ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუციის დონეზე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი და მომავალ პარლამენტში რამდენი სუბიექტიც გადალახავს ბარიერს, იმდენი ფრაქცია შეიქმნება“, განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმითაც, ამ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში სრული კონსესუსი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.