ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები
01-05-2017, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კამპანია კომისიის წინააღმდეგ, როდესაც დოკუმენტიც კი არ იყო შემუშავებული. პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები, აღნიშნული განცხადება პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ თავიანთი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები და „მათ ინტერესში არ შედის, რომ არადემოკრატიული კონსტიტუციის შეცვლა დემოკრატიული კონსტიტუციით წარმოადგინონ როგორც ამ ხელისუფლების მიღწევა".

 

 

„ეს არის მათი სამწუხარო პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამ პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ასევე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მათი ნეგატიული დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენ უნდა შევცვალოთ არადემოკრატიული კონსტიტუცია დემოკრატიულით და ამაში ხელს ვერ შეგვიშლის ის აბსოლუტურად არასწორი კამპანია, რომელიც სამწუხაროდ წარიმართება საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი განსხვავება მათ შორის იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან ამ კუთხით. მათი ღირებულება იყო ის არადემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბდა“, განაცახდა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი