რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, საქართველოს ავტომაგისტრალებსა და მუნიციპალურ გზებზე 1000-მდე კამერა დამონტაჟდება.
მინისტრმა ამის შესახებ პარლმენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარადგინისას განაცხადა.
„არ იქნება ისე, რომ სიჩქარეს შეანელებ, კამერას გაუვლი და მერე ისევ ააჩქარებ. ძალიან უნდა გავამკაცროთ ადმინისტრირება და ვინც დასაჯარიმებელია, ის უნდა დავაჯარიმოთ, დაფრინავენ ამ გზაზე, რამდენი პატრულიც არ უდა დააყენო, მაინც პრობლემატურია“, აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.