თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი დაიწყო
01-05-2017, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს არის პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, რომელსაც DIB-ის ხელმძღვანელობა უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი სალექციო კვირეულს, ტრენინგ-მოდულებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს. პროგრამაში დისტანციური სწავლების მოდულია ინტეგრირებული, იგეგმება გასვლითი ტურებიც სხვადასხვა უწყებაში.

 

 

უწყების ინფორმაციით, საორიენტაციო კურსი დღეს, სალექციო კვირეულით გაიხსნა. პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, კორნელი კაკაჩიამ საქართველოს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს თემაზე „საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ ლექცია წაუკითხა. მან ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რეგიონულ და გლობალურ საფრთხეებზე, საერთაშორისო ტერორიზმსა და ამ კონტექსტში სახელმწიფოს უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ლექციაზე საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სააფრთხეებს, კიბერდანაშაულებსა და ჰიბრიდულ ომს, რაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კორნელი კაკაჩიამ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისა და საქართველოს მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი ორი თვე გაგრძელდება და ათი მოდულით იქნება წარმოდგენილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი