თბილისის მერი დავით ნარმანია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძირს ხელოვნურად გაჩენასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
ნარმანიას თქმით, ოპონენტები დეზინფორმაციას ავრცელებენ.
„ეს არის ნახანძრალი ხეები, როცა რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში, ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია მათი ასეთი ქცევა, როცა ისევ დეზინფორმაციებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნებოდა ჯერ საკითხში გაერკვნენ, მოგვისმინონ ჩვენ და მერე გააკეთონ განცხადებები. კიდევ უფრო უკეთესი იქნება საერთოდ, ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენთან ერთად გაამწვანონ ჩვენი ქალაქი, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე. თუ ასე შეტკივათ გული ჩვენს ქალაქზე და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ”, განაცხადა დავით ნარმანიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, ლისის ტბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი ხელოვნურადაა გაჩენილი. როგორც ისინი განმარტავენ, ხეების განადგურება კონკრეტული ბიზნესინტერესების გამო ხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.