ორფოლოს სასროლეთზე საველე სწავლება გაიმართა
01-05-2017, 07:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით, ორფოლოს სასროლეთზე საველე სწავლება გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის და 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ასეულებმა გეგმიური სწავლება საჩვენებელი წვრთნით დაასრულეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური გადაადგილების, თავმოყრის რაიონის დაკავების, საბრძოლო პოზიციის დაცვის, ბრძოლიდან გამოსვლის, პოზიციის გამაგრების და ძალთა გადაჯგუფების დავალებები შეასრულეს. საველე-საჩვენებელი წვრთნები ჯავშანტექნიკის, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფების მხარდაჭერით გაიმართა და ასეულის ტაქტიკური ჯგუფის საბრძოლო სროლებით დასრულდა. საველე სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 180 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი