თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე 300 ძირი კვიპაროსი დაირგო
01-05-2017, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე 300 ძირი კვიპაროსი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა მიიღო.

 


„ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები, დღეს სამგორის რაიონში მწვანდება ის ადგილები, რომელიც მონიშნული გვაქვს გამწვანებისთვის, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ნერგი ირგვება, ისე ჯამში, სამგორის რაიონში 500-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება დღის განმავლობაში. 8 რიცხვამდე ვმუშაობთ სამგორის რაიონში, შემდეგ გადავალთ ისანში და ასე გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით,“ განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის ვადით უზრუნველყოფს. თბილისის მერიის ცნობით, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ხე-მცენარეები ქალაქის ცენტრშიც დაირგვება.

 


მათივე ინფორმაციით, გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება და მაისის შუა რიცხვამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი