ნინო გვენეტაძე პრემიერ-მინისტრს თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საჭიროებას ახსენებს
04-04-2015, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოება ჯერ არ დასრულებულა და სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს. ნინო გვენეტაძე პრემიერ-მინისტრს თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საჭიროებას ახსენებს.

 


guardian.ge უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 


"თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული დავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით გრძელდება სააპელაციო სასამართლოში. სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა.

 

 

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, მოდავე მხარეები სარგებლობენ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, გამოიყენონ საპროცესო კანონით დაგენილი პროცედურული წესები, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის.

 


მართლმსაჯულებისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაღვივება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რასაც ხელი უნდა შეუწყოს, ერთი მხრივ, მოსამართლის დამოუკიდებლობამ და მიუკერძოებლობამ, ეფექტიანმა და დროულმა სამართალწარმოებამ, ასევე, მეორე მხრივ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებმა. ამ პროცესისადმი ნდობა, ასევე ეფუძნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ არაერთხელ გაცხადებულ მზაობას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და სამართალოწარმოებაში ჩაურევლობის თაობაზე.

 


მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხელისუფლების, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის ხელმძღვანელთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს.

 


სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ზემდგომ სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია კანონით დადგენილი პროცედურებითა და წესით.

 


გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სასამართლოსადმი ნდობის მოპოვება შესაძლებელია თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საფუძველზე'', - ნათქვამია ნინო გვენეტაძის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი