„ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, „პირველ ადგილზე გასულ პარტიას გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად მიაქვს".
კახიძე მიიჩნევს, რომ „ამგვარი სისტემა იყო წლების განმავლობაში იტალიაში, მუსოლინის ინიციატივით. სხვა ნორმალურ, ადეკვატურ, დემოკრატიულ სისტემებში ამგვარი უსამართლობა არ გვხვდება".
დეპუტატი უკანგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ასევე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებას.
„მმართველი გუნდის მოსაზრებით, საქართველოში ფაშისტური, მუსოლინის საარჩევნო სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზე გასულ პარტიას გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად მიაქვს. ეს არის ძალაუფლების გახანგრძლივებისკენ მიმართული ინიციატივა.... ასევე, მათ სურთ, პრეზიდენტის არჩევის უფლება წაართვან ქართველ ხალხს და 300-მა ხმოსანმა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, რაც ასევე უკანგადადგმული ნაბიჯია", განაცხადა ოთარ კახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.