მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა, იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ
02-05-2017, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა, იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ.

 

 

შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

 

 

„აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ეტაპობრივად დაინერგება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები: განმეორებითი მართვის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის აღება და სხვა.

 

 

ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება მოქალაქეებს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს 14 ტერიტორიული ერთეულის გარდა, იუსტიციის სახლის 19 ფილიალში უკვე მიმდინარე წლის 3 მაისიდან შეეძლებათ.

 

 

მომხმარებელმა იუსტიციის სახლში ნასამართლობის ცნობის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს, ცნობა კი განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით აღების საფასური 1 სამუშაო დღეში - 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.

 

 

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ აღნიშნული სერვისების გაფართოება იუსტიციის სახლის ფილიალებში მომხმარებელთათვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი