გიორგი კვირიკაშვილი „ბრითიშ პეტროლიუმის" რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა
02-05-2017, 06:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია ბრითიშ პეტროლიუმის" (BP) რეგიონულ პრეზიდენტს, გარი ჯონსს შეხვდა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთების მოდერნიზაციის საკითხებს და „შაჰ დენიზის" მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტზე (SCPX). პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის უდიდეს მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის - სამხრეთკავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მიზანია მილსადენის გამტარიანობის გაზრდა და წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში მდებარე „შაჰ დენიზ 2"-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ BP-ს საქართველოსთან 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, BP-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი