საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის 69–ე დამოუკიდებლობის დღისა და ისრაელი–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25–ე იუბილეებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
მასში აღნიშნულია, ორმა ერმა - ისრაელმა და საქართველომ - საერთო წარსულიდან გამოჭედა „მყარი კავშირები და გულითადი მეგობრობა, რომელიც ყოველწლიურად ძლიერდება“.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება, თქვენთან ერთად აღვნიშნო ისრაელის სახელმწიფოს 69–ე დამოუკიდებლობის დღისა და ისრაელსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25–ე იუბილე.
ებრაელ და ქართველ ხალხს ბევრი საერთო გვაქვს: მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით დაწყებული და იდენტობის ძლიერი შეგრძნებით დამთავრებული, რამაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ბუნებრივად დაგვაახლოვა.
ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებიც წარსული ბრძოლების მძიმე ტვირთს ვიზიარებთ, მაგრამ ამ ბრძოლების გარეშე ვერ აღვნიშნავდით ისეთ დღეებს, როგორსაც დღეს ვზეიმობთ.
ქვეყნის დამოუკიდებლობასა და წარმატებაზე საუბარი დიდი დამსახურებაა! საქართველოში, ისევე როგორც ისრაელში, ასეთი დღესასწაულების დროს სუვერენული სახელმწიფოსთვის ჩვენი წინაპრების ბრძოლას ვიხსენებთ. მათი უდრეკი ბუნების დამსახურებაა, რომ დღეს შეგვიძლია, ჩვენს მოქალაქეებს უკეთესი ცხოვრების საშუალება მივცეთ.
შარშან ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ამ 25 წლის განმავლობაში არაერთი დაბრკოლება გადავლახეთ და დასავლეთისაკენ ჩვენი მოგზაურობის ხანგრძლივი გზა გამოვიარეთ. სწორედ ამ ტრაგიკული წარსულის ტვირთმა, რომელსაც ჩვენი ქვეყნები იზიარებენ, ჩვენს ერებს თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლის სტიმული მისცა.
ამ მსგავსებებიდან მომდინარეობს ჩვენს ერებს შორის არსებული უსაზღვრო პატივისცემა, რომელიც თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში აისახება – ვაჭრობასა და სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ტურიზმში თუ ჯანდაცვაში.
მართლაც, უაღრესად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და მუდამ აღვნიშნავდეთ უამრავ ისტორიულ კავშირს, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან აკავშირებს. ახლახან ებრაელმა და ქართველმა ხალხმა 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე აღნიშნა და დღეს კიდევ ერთ საამაყო ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ დიდად ვაფასებთ საერთო წარსულს, რომლიდანაც გამოვჭედეთ მყარი კავშირები და გულითადი მეგობრობა, რომელიც ყოველწლიურად ძლიერდება.
თქვენს დამოუკიდებლობის დღეს დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოსთვის სტიმულის მიცემას მომავალშიც განაგრძობთ და კვლავაც დაამტკიცებთ, რომ მიზანსწრაფულობის, მხნეობისა და მტკიცე ნების წყალობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი“, ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი განცხადების ინგლისურენოვან ვარიანტში.
საქართველოში ისრაელის საელჩოს ორგანიზებით, ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 69 წლისთავის და საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. საზეიმო მიღების შემდეგ კი, კონცერტი ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.