გაეროში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში საინფორმაციო ტურის ფარგლებში იმყოფებიან, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელჩები საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.
პრეზიდენტმა სასახლეში გამართული შეხვედრისას გაეროს ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ქმედებებს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩებს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა წარმატებით მიმდინარეობს, ამ თვალსაზრისით საქართველოს დღითი დღე უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაეროში „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვიც იზრდება, რაც დადებითი ტენდენციაა.
პრეზიდენტმა რეფორმების და იმ პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ხელმძღვანელობს.
გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - განათლების სფეროს შესახებ. მისი განცხადებით, 2017 წელი განათლების წლადაა გამოცხადებული და რაც სწორედ იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას კარგად ესმის განათლების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების საქმეში.
შეხვედრისას პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან, თურქეთთან აქვს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.