საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავისა და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
პრემიერმა სამაგალითო უწოდა ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობას, რომელიც, მისი თქმით, მრავალი საუკუნეების წინ დაიწყო საქართველოს მიწაზე და სულ უფრო მყარდება.
„სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ორ ერს შორის ძმობა იყო განსაკუთრებულ პარტნიორობაში გადაზრდილი, რომელიც დღითი-დღე ღრმავდება და სტრატეგიული ხასიათს იძენს. წელს ჩვენ ვიზეიმებთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ურყევი პოზიცია, რომელიც ისრაელის მთავრობას გააჩნია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მთელი ამ წლების განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ეფუძნება საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს და დინამიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების, ჯანდაცვის სამინისტროებს შორის. გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება კულტურისა და განათლების სფეროში. ამ თანამშრომლობას საუკუნეების ტრადიცია აქვს. 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა დავიდ ბააზოვის ქართველთა და ებრაელთა ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აღდგენილია 7 სინაგოგა და ამ უდიდეს საქმეში ფასდაუდებელია ფონდი ქართუს და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი," განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ისრაელის საელჩოს ორგანიზებით გამართულ მიღებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.