დაშავებული სამხედროების მონაწილეობით პარასპორტის განვითარების ცენტრში მჯდომარე ფრენბურთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა იასპარეზა.
თავდაცვის სამინისტროს გუნდი პოლონეთის, ლატვიისა და ყაზახეთის პარა-ფრენბურთის გუნდებს დაუპირისპირდა. სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, თამაშებს თანამებრძოლები დაესწრნენ. დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულ გუნდს ტურნირმა საშუალება მისცა ის ხარვეზები გამოავლინოს, რისი გაუმჯობესებაც სამხედროებს შემოდგომამდე მოუწევთ.
თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდი საერთაშორისო ასპარეზობებისთვის ემზადება - ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობას ჯერ სექტემბრის ბოლოს, კანადაში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“, ხოლო ოქტომბრის ბოლოს ხორვატიაში პარა-ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.