თვითმკვლელის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ ავღანეთში ნატო-ს მისიის შემადგენლობაში მყოფ ბადრაგზე, სულ მცირე რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც BBC ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება, ქაბულში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთაგან ყველა სამოქალაქო პირია. დაზიანებები მიიღო 25-მა ადამიანმა, მათ შორის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურის სამმა წევრმა.
სამხედრო ავტოსანტრანსპორტო კოლონაზე თავდასხმა შეერთებული შტატების საელჩოს გვერდით, დილას, პიკის საათებში მოხდა. ერთ-ერთი სამხედრო სატრანასპორტო საშუალება მძლავრად არის დაზიანებული.
ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ განუცხადებია, რომ თავად იდგა თავდასხმის უკან.
პირადი შემადგენლობის გადამყვანმა დაჯავშნულმა სამხედრო მანქანებმა, რომლებიც მძლავრ აფეთქებებს უძლებენ, შეძლეს კოალიციის ბაზაზე დაბრუნება, განაცხადა ნატო-ს მხარდაჭერის მისიის წარმომადგენელმა „როიტერსთან“ საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.