„კონგრესმენების წერილი ეს არის დადასტურება საქართველოსადმი აშშ-ის ძალიან დიდი მხარდაჭერის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა კონგრესში", აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო, როდესაც ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს აფიქსირებს მტკიცედ და მოუწოდებს აშშ-ს, საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ.
„ეს არის შედეგი იმ წარმატებისა, რომელიც ჩვენს მთავრობას აქვს რეფორმების განხორციელების კუთხით, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე იმ მტკიცე პარტნიორობის და ნდობის, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან ჩამოყალიბებული ბოლო წლების განმავლობაში და ადასტურებს, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაგრძელდება. საქართველოს მხარდაჭერა გაგრძელდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენტიტეტის კუთხით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აშშ-ს პოზიცია არის მტკიცე, მათ შორის კონგრესის, ასევე ისინი მოუწოდებენ აშშ-ს, რომ ჩვენთან განავითაროს უფრო მეტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ ვაგრძელებთ აშშ-სთან მტკიცე სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს განვითარებაზე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოჩენებაზე, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერაზე. საქართველოს საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება,“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად 2017 წლის 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით დონალდ ტრამპს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.