ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით მიმართა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა კომენტარი გააკეთა და კონგრესმენების წერილის მნიშვნელობა შეაფასა.
„თავისთავად ის ფაქტი, რომ როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის 30 კონგრესმენი მიმართავს ამერიკის პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით, უპრეცენდენტო ფაქტია და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ის აქცენტები, რაც წერილშია დასმული. პირველ რიგში, ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, და მეორე - ეს არის, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი. ანუ ის, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის დაიწყოს საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ამავე წერილში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უკანასკნელი წლების განმავლობაში აქვს და ის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და წვლილი, რომელიც საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში და ზოგადად გლობალური უსაფრთხოების საკითხებში შეაქვს. ასე რომ, როგორც შინაარსობლივად იმ გზავნილების გათვალისწინებით, რაც ამ წერილშია მოცემული, ასევე თავად ის ფაქტი, რომ სულ უფრო იზრდება კონგრესში საქართველოს მხარდამჭერთა კონგრესმენთა რაოდენობა, ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ეს დიდად შეუწყობს ხელს როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წინ წაწევას, ასევე სამომავლო პერსპექტივაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.