მოვითხოვთ, რომ ე.წ. ღამის მგლების დანარჩენ წევრებსაც უარი ეთქვას ჩვენს ქვეყანში შემოსვლაზე, აღნიშნული განცხადება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, მესაზღვრეთა გადაწყვეტილება, რომ რუსი ბაიკერების ნაწილი გუშინ ქვეყანაში არ შემოეშვათ, ქართული საზოგადოების ზეწოლის შედეგია.
,,ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას და შსს-ს, რომ არ შემოეშვათ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ექსტრემისტული დაჯგუფება ,,ღამის მგლები’’, რომლებიც აპირებდნენ ჩამოსვლას 9 მაისისთვის. მოვითხოვთ, რომ დაჯგუფების დანარჩენ წევრებსაც ასევე უარი ეთქვას ჩვენს ქვეყანში შემოსვლაზე. მოგეხსენებათ, ეს ექსტრემისტული დაჯგუფება არის პირდაპირ დაკავშირებული ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ფინანსდება", განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
როგორც Guardian.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. უწყების ცნობით, ე.წ. ღამის მგლებს შემოსვლა გუშინ, ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდათ. არსებული ინფორმაციით, რუსი ბაიკერები საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, პერფორმანსის გამართვას გეგმავდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.