ირაკლი კობახიძე: აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა
03-05-2017, 05:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით 30 ამერიკელი კონგრესმენის აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

 

 

„ამერიკელი კონგრესმენების აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძალიან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ ეს სტატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

კონგრესმენის წერილში ხაზგასმულია სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორ ქვეყანას, აშშ-ს და საქართველოს აკავშირებს. წერილში ხაზგასმულია ის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ტარდება. საქართველო მოხსენიებულია, როგორც აშშ-ის მტკიცე და სანდო პარტნიორი.

 

 

ხაზგასმულია ასევე ჩვენი ქვეყნის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო ჩანაწერი, როცა კონგრესმენები პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი