იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ კანონი გადაწყვეტს, რომ მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონ, ეს შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც კანონი ესადაგება.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, თუ ისინი სახელმწიფოებრივად იფიქრებენ, უნდა გააანალიზონ ერთი ფაქტი, რომ ლევან მურუსიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩია მოსამართლეთა კონფერენციამ. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ ურთიერთობა და თანამშრომლობა, ეს უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის დონეზე. მე მაგალითად, პატივს ვცემ „ახალგაზრდა იურისტების“ გადაწყვეტილებას, რომელმაც ანა ნაცვლიშვილი აირჩია თავის თავმჯდომარედ. აქედან გამომდინარე, არ მიკადრებია საკუთარი თავისთვის, რომ მესაუბრა იმაზე, შეესაბამება თუ არა ქალბატონი ანა თანამდებობას, აცხადებს მურუსიძე, რომლის თქმითაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლო ხელისუფლებას მიაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის, კერძოდ „ახალგაზრდა იურისტების“ შეფასებები სხვადასხვა თემებზე არაკომპეტენტურია.
„მინდა რჩევა მივცე „ახალგაზრდა იურისტებს“, ეს ტერმინი – ახალგაზრდა იურისტები არის შესანიშნავი და ძალიან კარგი, მაგრამ ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, ყურადღება გაამახვილონ არა სახელწოდების პირველ სიტყვაზე – ახალგაზრდებზე, არამედ იურისტობასაც მიხედონ ცოტა. კარგია ახალგაზრდა იურისტები, მაგრამ სჯობს ვიყოთ უფრო მეტად იურისტები, ვიდრე ახალგაზრდები”, დასძინა მურუსიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.