საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გახდა მათთვის ცნობილი მუხათგვერდის სასაფლაოზე 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრის ფრაგმენტის დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მათ თავდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ და დაკრძალვის თაობაზე პრეზიდენტმა პირადი კომუნიკაციის გზით შეიტყო.
"სამხედროების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია დაგეგმილი არ იყო, თუმცა პრეზიდენტმა პირადი კომუნიკაციით გაიგო ეს ამბავი და გადაწყვიტა დაკრძალვას დასწრებოდა", – განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.