გიორგი კვირიკაშვილი: მალე ჩვენ გვექნება სრულიად ახალი, მასშტაბური, დახვეწილი, ყველა კომპონენტის მქონე ტურისტული მიმართულება - ლოპოტა
03-05-2017, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საპარტნიორო ფონდი 5 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს - ფონდმა ხელი მოაწერა შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან" პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 

 

სასტუმრო კომპლექსის გაფართოება დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს ითვალისწინებს.

 


გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო კომპლექსის არსებული ინფარსტრუქტურა დაათვალიერა. მან იმედი გამოთქვა, რომ გაფართოების შემდეგ, მრავალფუნქციური კომპლექსი კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.

 


"მალე ჩვენ გვექნება პრაქტიკულად სრულიად ახალი, გაცილებით უფრო მასშტაბური, დახვეწილი, ყველა კომპონენტის მქონე ტურისტული მიმართულება - ლოპოტა, სადაც განთავსდება საკონფერენციო დარბაზები, საცურაო აუზები, იქნება ღვინის წარმოება და შატო. ეს არის ინვესტიცია სახელმწიფოსთან ერთად და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული პროექტია. ამ კომპლექსის განვითარება არის კერძო ბიზნესის დამსახურება, სახელმწიფო წაეხმარა იმ ნაწილში, რომლის განვითარებაც საჭიროდ ჩათვალა," განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


საპარტნიორო ფონდმა „ლოპოტა ინვესტმენტთან" ერთად უკვე დააფუძნა ერთობლივი კომპანია - შპს ლოპოტა. სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს კომპანია CIC, ხოლო მშენებლობას ზედამხედველობას გაუწევს კომპანია Colliers. მშენებლობაზე რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული. სასტუმროს გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი