თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოვალური თარგის გამწვანების სამუშაოები დასრულდა
03-05-2017, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოვალური თარგის გამწვანების სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად მოინახულა.

 


„ჩვენ მეორე ეტაპის სამუშაოებსაც გავაგრძელებთ. ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან მშენებარე მეტროსადგურამდე, ეს ტერიტორია მთლიანად კეთილმოეწყობა, უკეთ გამწვანდება და ქალაქში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სივრცე შეგვემატება“, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 


მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე გამოიცვალა მიწის ზედაპირი, აღდგენილია სარწყავი სისტემა, ასევე, დაიდგა დეკორატიული სანათები, დაირგო იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეები - 15 ძირი მრავალწლოვანი ზეთისხილი, ლეილანდები, არიზონას კვიპაროსები, ჯუჯა ფოტინიები, ვარდები, სეზონური ყვავილები, დაიგო რულონური ბალახი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი