საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია იმყოფება
03-05-2017, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დელეგაციის წევრები, პოლკოვნიკ ბორნ სილებარტენის ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ეწვივნენ.

 


ნორვეგიელმა სამხედროებმა ეროვნული გვარდიის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძესთან და ეროვნული გვარდიის შტაბის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.

 


ბრიგადის-გენერალმა ლევან გამყრელიძემ ნორვეგიელ კოლეგებს რეზერვის სისტემის რეფორმირების პროცესი გააცნო. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

 


უწყების ინფორმაციით, 2017 წლის შემოდგომაზე, ნორვეგიელი კოლეგების დახმარებით, ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების ასმეთაურები და ოცმეთაურები ტაქტიკურ სწავლებას გაივლიან.

 


საქართველოს ეროვნული გვარდია ნორვეგიის შიდა გვარდიასთან უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლებაც ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი