ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე დამკვირვებელ-შემფასებლების კურსს პირველად, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერტიფიცირებული ქართველი ინსტრუქტორები ატარებენ. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს უკვე დამკვირვებელ-შემფასებლების მომზადება საქართველოს, ასევე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის შეეძლებათ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსი ოცეულის დონეზე თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. მისი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დამკირვებელ-შემფასებლების მომზადება და სერტიფიცირებაა. სწავლებაში 17 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, რომლის დასრულების შემდეგაც მათ JTEC-ის დამკირვებელ-შემფასებლების სერტიფიკატები გადაეცემათ.
სწავლება აშშ-ის პროგრამის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის (JMRC) გამოცდილების გათვალისწინებით, ლიტვის რესპუბლიკის ,,გენერალ ადოლფოს რამანაუსკასის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის“ სასწავლო კურსის შესაბამისად დაიგეგმა.
ქართველი დამკვირვებელ-შემფასებლები 2016-2017 წლებში ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ მომზადდნენ და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დამკირვებელ-შემფასებლების სერტიფიკატები გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.