თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი გრძელდება
03-05-2017, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი გრძელდება. კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების თემებზე ლექციებს უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები უკითხავენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, კურსის მონაწილეები ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და მის პრიორიტეტებს გაეცნენ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ივლიანე ხაინდრავამ ლექცია თემაზე - „რეგიონული თანამშრომლობა“ წაიკითხა. მან ყურადღება სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ ცენტრებს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებსა და საგარეო კურსზე გაამახვილა. საუბარი შეეხო, ასევე, რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობასა და საქართველოს მიმართ ამ ქვეყნების დამოკიდებულებას.

 


უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულის გარდა, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი