ქართველმა სამხედროებმა გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე ინსპექტირება ჩაატარეს
04-05-2017, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს ჯგუფმა გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზა „მანჰაიმზე" ინსპექტირება ჩაატარა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. ქართველ სამხედრო ინსპექტორთა ათკაციანმა ჯგუფმა, რომელშიც ვერიფიკაციის სამმართველოს წარმომადგენლების გარდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული, აშშ-ის არმიის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და ტექნიკა აღრიცხა.

 

 

ქართველმა სამხედრო ინსპექტორებმა ქვედანაყოფის განთავსების გეგმა შეამოწმეს და მონაწილეობა საწვრთნელ-სავერიფიკაციო ღონისძიებაში მიიღეს, რომელიც ევროპაში აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და ბუნდესვერის სავერიფიკაციო ცენტრს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

 

 

უწყების განმარტებით, დაგეგმილი საინსპექციო ღონისძიება მიზნად ქართველი სამხედრო ინსპექტორების მხრიდან ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისთვის მსგავსი სავერიფიკაციო ღონისძიებების ჩატარების დროს თანხლების და ინსპექტირების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასაც ისახავდა. საქართველო „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულებას 1992 წლიდან შეუერთდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს სამხედრო ინსპექტორები ანალოგიურ ღონისძიებას სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ხშირად ახორციელებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი