პარლამენტის ბიურომ საქართველოს პარლამენტის 108 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ხოლო სავალდებული დასკვნების წარმოდგენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა.
საკონსტიტიციო ცვლილებების პარლამენტის კომიტეტებში განხილვა, სახალხო-საყოველთაო განხილვის დასრულების შემდეგ დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.