ქალაქი ამბროლაური WiFi-ს უფასო სისტემით სრულად დაიფარა
04-05-2017, 05:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქი ამბროლაური WiFi-ს უფასო სისტემით დაიფარა. როგორც Guardian.ge-ის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქალაქ ამბროლაურის Wi-Fi-ს უფასო სისტემით სრულად დაფარვის პროექტი, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და სლოვაკეთის საელჩოს ერთობლივი დაფინანსებითა და სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

 


„აღნიშნული პროექტი სლოვაკეთის რაჭისა და საქართველოს რაჭის 50-წლიანი მეგობრობის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობაში ინფორმაციული დონის ამაღლების ხელშეწყობას“, აცხადებენ სამხარეო ადმინისტაციაში.

 

 

 

 

პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქალაქ ამბროლაურში გაიმართა, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა ესწრებოდა.

 


ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი