გიორგი მარგველაშვილი: თუ ხალხს უნდა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული, რომელი ფორმულებით უნდა დამიმტკიცო, რომ ეს არის არასწორი?
04-05-2017, 05:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

წინა ხელისუფლებას ბლოკად დავუპირისპირდით. ეს პოლიტიკური ტრადიციაა და რატომ ვაუქმებთ? აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხალხის ნება უმთავრესია.

 

 

„თუ ხალხს უნდა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული, რომელი ფორმულებით უნდა დამიმტკიცო, რომ ეს არის არასწორი? - ამავეს უკავშირდება მთავარსარდლის გაქრობა. ქმედითი მთავარსარდალი უნდა ჰყავდეს ქვეყანას, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს. წარმოდგენილ ვერსიაში მთავარსარდალს პრემიერი გადაუგზავნის წერილს ომის გამოცხადების შესახებ. მთავარსარდალი ნოტარიუსივით მოაწერს ხელს და გადაუგზავნის უკან. მთავარსარდალს არ ჰყავს უშიშროების საბჭო, არ აქვს კითხვის დასმის შესაძლებლობა და მედიისგან მიღებული ინფორმაციით ხელს აწერს პრემიერის წერილს. მე არ ვიცი პრეცედენტი, სად შეიძლება ასეთი რამ მოხდეს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი