ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის შუალედური შეხვედრა გაიმართა
04-05-2017, 07:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შუალედური შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, შეხვედრის მიზანს პლენარული სხდომის მომზადება და საკითხების შეთანხმება წარმოადგენდა.

 

 

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და დიალოგის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილეს. გადაწყდა, რომ მომდევნო პლენარული სხდომა წლის მეორე ნახევარში, ლონდონში ჩატარდება.

 

 

შეხვედრაზე, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებული პარტნიორობა. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი მხარდაჭერა.

 

 

ბრიტანულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობის გამო.

 

 

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების გზები, მათ შორის, ინგლისური ენის სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების რაოდენობის ზრდის კუთხით. ასევე აღინიშნა დაძმობილებულ ქალაქებს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ავღანეთსა და ერაყის ომის მონაწილეთა მემორიალი მოინახულეს.

 

 

შუალედური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი ნინო ბარათაშვილი, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი და დესპანი კახი ქენქაძე წარმოადგენდნენ. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის ოფისს წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი მაიკლ თეთემი და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ მაქნოთენი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოსა და „კარგი მმართველობის ფონდის“ წარმომადგენლები.

 

 

სტრატეგიული დიალოგი ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი