გიორგი მარგველაშვილი: ამერიკელი კონგრესმენების წერილი ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა
04-05-2017, 09:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერ წერილს ქართული დიპლომატიის გამარჯვება და წარმატება უწოდა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომლითაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც მიმართული იქნება ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველმა მხარემ რუსეთის დიპლომატიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში, დიპლომატიური ომი, ფაქტობრივად, პირწმინდად მოუგო.

 


„ჩვენ ვლაპარკობთ ახალგაზრდა მცირერიცხოვანი სახელმწიფოს დიპლომატიურ კორპუსზე, რომელმაც ტრადიციული, ძალიან ძლიერი დიპლომატიური სკოლის, ძალიან ძლიერი რესურსების მქონე ქვეყანას 6 წლის განმავლობაში პირწმინდად მოუგო არაღიარების პოლიტიკა“ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პრეზიდენტის განცხადებით, როცა ეს კანონი შევა ძალაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არაღიარების პოლიტიკას კითხვის ქვეშ დააყენებს, გადაეკეტება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის რესურსი, რაც საქართველოს ნამდვილი წარმატებაა.

 


არაღიარების პოლიტიკაში მიღწეული წარმატების მხარდაჭერისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ საქართველოს თავისუფლების სულისკვეთებას. – „ჩვენ ეს ომი ერთად მოვიგეთ,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა აქტიური მუშაობისათვის საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი