გიორგი მარგველაშვილი: ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა წინა ხელისუფლებას უპირისპირდებოდა, ხვალ დაკანონდება
04-05-2017, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებთანაც საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ დისკუსია გამართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისას გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების სისტემაზე, პარლამენტის როლზე, საარჩევნო ბარიერზე, საარჩევო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და პრეზიდენტისა და მთავარსარდლის უფლებების შემცირებაზე ისაუბრა.

 


პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისათვის განაწილების პრინციპზე, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბონუსი ეწოდება.

 


გიორგი მარგველაშვილის აზრით, არჩევნების პროცესში თითოეული მოქალაქის ხმა უნდა იყოს დაცული, ამ პროექტით კი, სხვა პოლიტიკური ჯგუფისათვის მიცემული ხმა გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის კალათში ხვდება, რაც ხმების მითვისების მექანიზმია.

 


პრეზიდენტის განცხადებით, ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა უპირისპირდებოდა წინა ხელისუფლებებს, ხვალ დაკანონდება.

 


როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს ქვეყანაში სუსტი პოლიტიკური პარტიების პირობებში, კონსტიტუციაში 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება და ამასთან ერთად, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა, ქართული პოლიტიკური ტრადიციის წინააღმდეგ წასვლაა, რადგან პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პოლიტიკური ბლოკებია ქართული პოლიტიკური ტრადიციის ნაწილი.

 


მისი აზრით, ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბების შემთხვევაში იქნებოდა პარლამენტი ძლიერი.

 


საუბარია, თითქოს, ორპალატიანი პარლამენტის შექმნას ხელს უშლის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, რაც არანაირ კავშირში არაა რეალობასთან.

 


სრულიად შესაძლებელია, არსებულ ვითარებაში ორპალატიანი პარლამენტი და ის პრობლემა და ტრაგედია, რაც ჩვენ გვჭირს, ეს მოგვარებადია საკანონმდებლო თვალსაზრისით.

 


ძლიერი პარლამენტი იქნებოდა მაშინ, როდესაც მას ექნებოდა მთავრობაზე კონტროლის მაღალი ხარისხი; ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში მაჟორიტარების პრობლემაც მოგვარდებოდა”,  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი