წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის აქტიურად ემზადებიან. სამთვიანი კურსის ფარგლებში დღეს, მათ სიმონეთის სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდები საბრძოლო მომზადებას განახლებული პროგრამით გადიან. მომზადება იმ კურსს შეესაბამება, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. წვევამდელები პირველი საწყისი სროლის, ნატყვიართა დაჯგუფების, ნორმალურ მოხვედრებამდე მიყვანის, სასწავლო სროლის პირველი და ჩასათვლელ ალტერნატიული საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებში მომზადდნენ.
„სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებული ძალებში ახალი სისტემით იმსახურებენ. მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი, შესაბამის ქვედანაყოფში ჩატარდება. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ“, აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.