საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმასახურების მიღებას ეხმაურება
05-04-2015, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული იმ მღვდელმასახურების მიღებას ეხმაურება, რომელთაც ეპისკოპოსის კურთხევა ითხოვეს. საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მათი პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს.

 

 

"გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმსახურების მიღების შესახებ, რომელთაც ეპისკოპოსის კურთხევა ითხოვეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეისთვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფებაა. ერთნი ცდილობენ, კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ. მეორენი იგივეს რუსეთის ეკლესიას სთავაზობენ. ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო".

 

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, რომ მისი მოძღვრები ჩავიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება, აფხაზეთში შესვლას ითხოვს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქიც, თუმცა ადგილობრივი "ხელისუფლების" წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ეს ვერ ხორციელდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი