გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა შეხვედრისას საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნის პერსპექტივები განიხილეს
05-05-2017, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რისი ნათელი დადასტურებაც, მხარეთა შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გახდა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იოჰანეს ჰანს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

 

 

პრემიერ მინისტრმა ევროკომისარს გააცნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებს, რომლის მიზანიც არის ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნეს-გარემო, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება, პროფესიული კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა, ანგარიშვალდებული მმართველობა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების უდიდეს მნიშვნელობაზე. პრემიერმა და ევროკომისარმა განიხილეს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ევროპული სკოლა მომავალი წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ახალგაზრდებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის განათლებას. მხარეებმა ასევ განიხილეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში "სტარტაპ საქართველოს" როლი და ამ მიმართულებით ევროკავშირის დახმარების გაძლიერების შესაძლებლობები. შეხვედრაზე ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს ახალი ინიციატივების განხორციელებაში.

 

 

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას- "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი"( Technical Cooperation Facility - TCF). შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად. შეთანხმების მიზანი საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ზოგადად ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი