კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ფარგლებში, ქუთაისში პირველი შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმერეთის მოსახლეობას კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო და მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა.
კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ახალი ძირითადი უფლებების საკონსტიტუციო დონეზე აყვანის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე ისაუბრა.
„კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს აწესრიგებს და მასში ძალიან ბევრი პროგრესული ცვლილებაა შეტანილი და თვისობრივად არის დახვეწილი.
დგინდება სრულიად ახლი ძირითადი უფლებები, რომლებიც დღემდე ან საერთოდ არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული. მაგალითად ეს არის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობების უფლებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა და სხვა. ეს არის ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც ემატება კონსტიტუციის მეორე თავს. ასევე რიგ უფლებებზე, როგორიცაა თანასწორობის უფლება, პირადი სივრცის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, გაზრდილია სტანდარტი. შესაბამისად, კონსტიტუციის მეორე თავი ფუნდემენტურად გადასინჯული და დახვეწილია“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ფინანსებისა და კონტროლის თავსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნული თავის მომზადებისას გაითვალისწინა ყველა ის მოსაზრება, რომელიც ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სხვა შესაბამის უწყებებს ჰქონდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.