ირაკლი კობახიძე: საქართველოს საგარეო პრიორიტეტები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება
05-05-2017, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქცია ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. მათ შორის, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების საკონსტიტუციო დონეზე აყვანა, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან ისაუბრა, სადაც კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო.

 

 

„კონსტიტუციის ბოლო თავში, გარდამავალი დებულებების თავში, მნიშვნელოვანი დამატება გვაქვს, სადაც ერთგვარი დავალების სახით, კონსტიტუციური ორგანოებისთვის გაწერილია ამოცანა, რომ მათ მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ეს მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენი საგარეო პრიორიტეტი, პირდაპირ არის ასახული საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონპროექტს და ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით კონსტიტუციის პროექტში შესატან სიახლეებსაც შეეხო. მისი განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონიც უამრავ ხარვეზს შეიცავდა და საჭირო გახდა ახალი დოკუმენტის მომზადება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი