ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლის კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან კურსდამთავრებულებს უკვე დამკვირვებელის მომზადება საქართველოს, ასევე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის შეუძლიათ. ცერემონიალზე მათ დამკვირვებელ-მაკონტროლებლის სერტიფიკატები მიიღეს.
კურსი პირველად ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერტიფიცირებულმა ქართველმა ინსტრუქტორებმა ჩაატარეს. ქართველი დამკვირვებელ-მაკონტროლებლები 2016-2017 წლებში ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ მომზადდნენ და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერტიფიკატები გადაეცათ. კურსი ოცეულის დონეზე თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მიზანი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დამკირვებელ-მაკონტროლებლის მომზადება და სერტიფიცირება იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.