საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები - ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ასოცირების შეთანხმების შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს ინტეგრაციული პროცესებისა და განსაკუთრებით, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მყარი მხარდაჭერისთვის.
შეხვერდრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც ნოემბერში, ბრიუსელშია დაგეგმილი.
კომისარმა აღნიშნა საქართველოს გამორჩეული როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.
მხარეებმა იმ საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.
თავის მხრივ ევროკომისარმა ისაუბრა, ცვლილებების განხილვის პროცესში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და ფართო კონსენსუსის განხორციელების აუცილებლობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.