საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით, 8-10 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტისას თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი ასევე აშშ-ის წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.