ილია მეორე: უფალი ტიროდა იმიტომ, რომ ეს იყო შესვლა იერუსალიმში და ეს იყო სიკვდილთან შეხვედრა
05-04-2015, 06:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კი, უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მადლსა და ადამიანის ბუნების სისუსტეზე ისაუბრა.

 

 

"სახარებაში წერია, რომ მთელი ქალაქი შეიკრიბა, როცა უფალი იესო ქრისტე შედიოდა იერუსალიმში და მთელი მოსახლეობა ელოდა იმას, რომ უფალი ქრისტე დაჯდებოდა ტახტზე დავითისასა. მიწიერ მეფეს ელოდნენ ისინი, მაგრამ იესო ქრისტე ტიროდა, რადგან ცვალებადია ადამიანი. ხალხი ღაღადებდა და ამბობდა "კურთხეულ არს მომავალი სახელისა უფლისათა. უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს, ჯვარს აცვი იესეო. ასეთი ცვალებადია ადამიანი, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი – ყოველი კაცი ცრუ არს. და აი ჩვენ შევთხოვთ უფალს, ეს სიხარული გაგვიგრძელოს. ამ სიხარულის შემდეგ მართალია, ჯვარცმა მოდის, თუმცა ჯვარცმის შემდეგ აღდგომა და ამაღლება მოდის", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას, და ხაზი გაუსვა თუ რამდენად სუსტია ადამიანის ბუნება.

 

 

"უფალი ტიროდა იმიტომ, რომ ეს იყო შესვლა იერუსალიმში და ეს იყო სიკვდილთან შეხვედრა. უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი ელოდა. ვრწმუნდებით იმაში, რამდენად სუსტია ადამიანი, სიკეთე და ბოროტება რამდენად ახლოსაა ერთმანეთთან და როგორ უჭირს ადამიანს ბოროტების დათმობა და სიკეთის კეთება. თითქოს სიკეთეს უფრო ძნელად ვაკეთებთ, ვიდრე ბოროტებას. ამიტომ შევთხოვ უფალს, რომ მან ძალა და მადლი მოგვცეს", - ბრძანა პატრიარქმა. ქადაგების შემდეგ უწმინდესმა ბზა აკურთხა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი