იოჰანეს ჰანი: ჩემი მიზანია არამხოლოდ ევროპული სკოლის გახსნა, არამედ ევროპული სტუდენტური ქალაქის დაარსებაც
06-05-2017, 03:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგი, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ევროკომისია საქართველოს ამ პროცესში მხარში ედგა.

 

 

„ისინი ერთად მართავდნენ ამ გემს ევროპარლამენტისა და საბჭოს დინებაში. ამ პროცესში ქარიშხალი ნაკლებად იყო, თუმცა საკმარისად იყო მღელვარება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ წარმატებით შევიყვანეთ ჩვენი გემი წყნარ ნავსაყუდელში," განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

 

ევროკომისარის განმარტებით, დაგეგმილია ასოცირების დღის წესრიგის განახლება, რომლის მიხედვით წარიმართება მომავალი თანამშრომლობა.  სიტყვით გამოსვლისას იოჰანეს ჰანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისში ევროპული სკოლის დაარსების მნიშვნელობას. მისი თქმით, სკოლა 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

 

 

„უნდა ვახსენო ჩვენი ერთობლივი პროექტი, რომლის შესახებ მე და პრემიერ მინისტრმა დღეს გავაკეთეთ განცხადებები. ლაპარაკია ევროპული სკოლის შესახებ, რომელიც გაიხსნება თბილისში. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირადად ჩემთვის. მისი მიზანია განათლებისა და ადამიანის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა მაღალი დონის განათლების მიწოდების გზით სტუდენტებისთვის საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან. ევროპული სკოლა პოპულარიზაციას გაუწევს ევროპულ ღირებულებებს, ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას რეგიონში. ეს სკოლა უახლოეს მომავალში გაიხსნება, რათა მისმა სტუდენტებმა ახალ საფეხურზე აიყვანონ ევროკავშირის 60-წლიანი ისტორია და საქართველო-ევროკავშირის 20-წლიანი ურთიერთობები. ეს არის ჩვენი მიზანმიმართულების გამოხატვის საუკეთესო გზა. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ მისი გახსნა 2018 წლის შემოდგომაზე. ჩემი საბოლოო მიზანია არამხოლოდ ევროპული სკოლის გახსნა, არამედ ევროპული სტუდენტური ქალაქის დაარსებაც, რომელიც თავს მოუყრის ყველა შესაბამის დაწესებულებას, დაწყებული საბავშვო ბაღით და დამთავრებული უნივერსიტეტით. კიდევ ერთი დეტალი: ეს ევროპული სკოლა თბილისში იქნება ამ ტიპის პირველი პროექტი მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ, საქართველოში ამ პროექტის წარმატებით განხორციელება შედეგად მოიტანს მსგავსი წამოწყებების განსახორციელებლად ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო, მისი წარმატებების გათვალისწინებით, საუკეთესო ადგილია ასეთი საპილოტე პროექტის განსახორციელებლად," აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

 

 

ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი