ვახტანგ გომელაური თბილისში პოლიციელებისათვის ცეხლის გახსნას ძალიან ამსგავსებს ბორჯომის შემთხვევას
05-04-2015, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ მომხდარი შემთხვევა ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას, – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ე.წ. არამიანცის კლინიკასთან განუცხადა, სადაც მან დაჭრილი პოლიციელი მოინახულა.

 


“გუშინ რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია, პოლიცია თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც შეამჩნიეს პიროვნება, რომელსაც მოსთხოვეს შეჩერებულიყო ვინაობის დადგენის მიზნით. მან გახსნა ცეცხლი და მიიმალა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებმაც, მისი თქმით, ყველაფერი გააკეთეს დაჭრილი პოლიციელების გადასარჩენად.

 

 

“თუმცა, სამწუხაროდ, ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“-აღნიშნა შს მინისტრმა. რაც შეეხება ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობას, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, სიცოცხლეს საფრთხე ძალიან მცირე პროცენტით ემუქრება.

 


შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ვარკეთილში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 


სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი