ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას ეხმაურება
06-05-2017, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ეს ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას.

 

 

„ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცედენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის პირველი დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელშიც პრაქტიკულად კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ეს ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი